in

ხვიჩას პასით ოსიმენის გოლი საუკეთესოა

„ნაპოლიმ“ ჩემპიონატში ბოლოს „რომას“ მოუგო 2:1. პირველი გოლი ვიკტორ ოსიმენმა გაიტანა, რომელსაც ბურთი ხვიჩა კვარაცხელიამ მიაწოდა. ნიგერიელი ფორვარდის გოლი მართლაც მაგარი გამოვიდა – მკერდზე მიიღო, ჩამოიღო, კარგად ამოსცხო და ბადეში მოხდენილად გაახვია. ჰოდა, დაუფასდა კიდეც.

სერია ა-ს ოფიციალურმა გვერდმა იანვრის საუკეთესო გოლად სწორედ ეს გოლი აღიარა.

ხვიჩამ მარიო რუის შესანიშნავი პასი მიიღო, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევარდა და ბურთი ოსიმენს გადაუგდო, ნიგერიელმა კი თავისი საქმე გააკეთა.

ეს არის ოსიმენის მე-14 გოლი, ხოლო კვარასთვის მე-8 ასისტი.

„ნაპოლის“ ყოფილმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა კარეკამ (მარადონასთან ერთად თამაშობდა „ნაპოლიში“) ეს გოლი 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შვედებთან პელეს გოლს შეადარა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დევისის თასზე ბოლივიას ვუგებთ: დღეს წყვილებია

მამარდა თავისიანებში საუკეთესოა: რა დაუწერეს ქართველ მეკარეს