in

ნაპოლის ამბები: 16 მოგება 17-დან, ხვიჩას პასები – ოსიმენს მარტო ჰოლანდი ჯობნის

„ნაპოლიმ“ სერია ა-ში ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო.
ხვიჩას გუნდმა 21-ე ტურში 3:0 აჯობა სტუმრად „სპეციას“.

„ნაპოლიმ“ ჩემპიონატის ბოლო 17 მატჩიდან 16 მოიგო, ის ერთი „ინტერთან“ წააგო (0:1). გამარჯვებების სერია კი რომში დაიწყო, „ლაციოსთან“ (2:1), როდესაც გადამწყვეტი გოლი კვარცხელიამ შეაგდო.

ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი შედეგიანი მოქმედებით.
21 წლის შემტევმა პენალტიდან გოლი გაიტანა, შემდეგ კი ოსიმენს საგოლე პასი მისცა.

ამჟამად კვარას 17 (8+9) ქულა აქვს „გოლი + პასის“ სისტემით ჩემპიონატის 17 მატჩში. წინ მხოლოდ მისი თანაგუნდელი ოსიმენია 19 (16+3) ქულით.

ასისტენტებს შორის კი ხვიჩა პირველზეა. „ლაციოს“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს 8 საგოლე პასი აქვს.

ბომბარდირთა შორის საუკეთესო „ნაპოლის“ ფორვარდი ვიკტორ ოსიმენია. 24 წლის ნიგერიელმა დუბლი შეასრულა „სპეციასთან“ და მე-15 -და მე-16 გოლები გაიტანა.
ტოპ 5 ლიგაში ოსიმენს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი უსწრებს – „სიტის“ გოლიათი ერლინგ ჰოლანდი (25). ჰარი კეინსაც 16 გოლი დაუგროვდა. რობერტ ლევანდოვსკის 14 გოლი აქვს გატანილი ლა ლიგაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო ევროპას ბათუმში დაიწყებს: მარტის ბოლოს ნორვეგიასთან

გაღმერთებ, პატივს გცემ, მადლობა… დღეს მეფის დაბადების დღეა: კრიშტიანო 38 წლის გახდა