in

ყველაზე ცუდი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ…

„ნაპოლიმ“ სერია ა-ს 25-ე ტურში შინ წააგო „ლაციოსთან“ 0:1. თუმცა საგანგაშო არაფერია, რადგან მდევრებს მაინც ძალიან სოლიდურად უსწრებს და სკუდეტოს საფრთხე არ ემუქრება.

ნაპოლიმ ვეღარ მოიგო, ხვიჩა აქტიურობდა, მაგრამ ვერ გაამწვავა

მიუხედავად ამისა, ბუნებრივია ნეაპოლელები თამაშის შემდეგ იმედგაცრუელბულები იყვნენ.

ლუჩანო სპალეტი:.
„გასახდელში იმედგაცრუება დავინახე, მაგრამ ეს იყო თამაში, რომელიც ისე ვერ წარიმართა, როგორც გვსურდა და გვეგონა. ხარისხიანი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ. ფლანგებზე გადაადგილებას და გადაცემებს ვჩქარობდით. გვქონდა შანსი, რომ ცენტრიდან შეგვეტია.
მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ საკმარისად კარგი ხარისხი მაინც არ ყოფილა. შეგვეძლო უკეთ შეგვეტია, მაგრამ პასების სიზუსტეში მოვიკოჭლებდით. ველოდი, რომ „ლაციო“ დაცვიდან ითამაშებდა, მაგრამ ამ სეზონში ყველაზე ცუდი თამაში ვაჩვენეთ. დადებითი ისაა, რომ ბიჭებისგან მონდომება და თავდადება დავინახე და არა ზედმეტი თავდაჯერება“.

პიოტრ ზიელინსკი:
„მიუხედავად ზეწოლისა, ვერ მოვახერხეთ გოლის გატანა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. იმედგაცრუებულები ვართ. აშკარაა, რომ განწყობა სათანადო არ არის. მაგრამ ჩვენ მზად ვართ ახალი გამარჯვებებისთცის, რადგან არაჩვეულებრივი სეზონი გვაქვს.

მარცხი მტკივნეულია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს იმ სამუშაოსთან შედარებით, რაც გუნდმა აქამდე გააკეთა. დღეს ვწუხვართ, რადგან ყოველთვის ყველა მატჩის მოგება გვინდა. უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და მომდევნო მატჩებზე ვიფიქროთ“.

„ნაპოლის“ ამ მატჩამდე ზედიზედ 8 მატჩი ჰქონდა მოგებული, ბოლო 4-ში კი გოლიც არ გაეშვა. საშინაო სტადიონზე კი ნეაპოლელებმა ბოლოს 2022 წლის აპრილში წააგეს „ფიორენტინასთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლიმ ვეღარ მოიგო, ხვიჩა აქტიურობდა, მაგრამ ვერ გაამწვავა

სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაო აიღო