დღეს პარიზში ფიფას The Best ჯილდოების დარიგების ცერემონია გაიმართება.
ფიფამ 2022 წლის საუკეთესოებს 9 ნომინაციაში გამოავლენს.
ასევე ჯილდოებს გადაცემენ კატეგორიაში „წლის საუკეთესო ფანები“, ფეირ-პლეის პრიზს, დაასახელებენ წლის სიმბოლურ ნაკრებებს.
ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ კი გამოაჭენა თუ ვინ მიიღებს პრიზებს.
საუკეთესო ფეხბურთელი გახდება პსჟ-სა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლეო მესი.
საუკეთესო მეკარის ჯილდოს მისი თანამემამულე ემილიანო მარტინესი წაიღებს („ასტონ ვილა“).
საუკეთესოს მწვრთნელიც არგენტინელი გახდება – ლიონელ სკალონი, რომელმაც არგენტინა მსოფლიო ჩემპიონობამდე მიიყვანა.
ღონისძიება თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings