in

ეს ბიჭი მარტო არ უნდა დავტოვოთ: აინტრახტის მწვრთნელს ხვიჩასი ეშინია

„ნაპოლის“ ჩემპიონატში საქმეები იდეალურად მისდის, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ჯერი დადგა, სადაც მისი მეტოქეები ისევე თრთიან, როგორც საშინაო ასპარეზზე. ყველა უფრთხის დიდებულ ფორმაში მყოფ „ნაპოლის“ და მის ერთ-ერთ ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას.

უკვე ხვალ საღამოს გერმანული „აინტრახტი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში შინ მიიღებს სერია ა-ს ლიდერს და იტალიური გუნდის შემყურე კარგ ხასიათზე ვერ არის ფრანკფურთელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლივერ გლასნერი.

მან ინტერვიუ მისცა „გაძეტა დელო სპორტს“ და კვარაცხელიაც ახსენა.

„სიმართლე გითხრათ, მას არ ვიცნობდი. გამაკვირვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ამდენი კარგი თვისება აქვს, იმანაც, რომ იტალიის ჩემპიონატში ასე სწრაფად მოახერხა საკუთარი თავის რეალიზება, რაც სულაც არ არის ადვილი.
ის თამაშობს ფლანგზე, მაგრამ დრიბლინგით ცენტრისკენ ინაცვლებს. შეუძლია ორივე ფეხით დარტყმა.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ მარტო არ დავტოვოთ ჩვენი ფლანგის მოთამაშეები, რათა შევძლოთ კვარაცხელიას გაკონტროლება“.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კონფლიქტები მსოფლიო ფეხბურთში: ზიდანის თავური პირველზე არ არის

კვარა პირველი ქართველია, რომელმაც ტოპ ლიგებში 10 გოლი გაიტანა: ცოტაც და კიდევ ერთ რეკორდს დაამყარებს