in

100 მილიონი ხვიჩასთვის: პირველი გადახდისუნარიანი მსურველი გამოჩნდა

ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო საზაფხულო ტრანსფერზე უკვე ძალიან ხშირად იწერება და ალბათ რაც დრო გავა და ფანჯარა მოახლოვდება, სულ უფრო მეტი სპეკულაციები წამოვა. ბოლო დროს მადრიდის „რეალზე“ სიახლეები გააქტიურდა. თავის მხრივ „ნაპოლის“ უწევს ქართველის და ოსიმენის მსურველების მოგერიება, მაგრამ ის, რაც გარდაუვალია მაინც მოხდება. ამიტომ იტალიური გუნდი ეცდება სარფიანად გაასხვისოს საუკეთესო ფეხბურთელები. სარფიანობაში კი 100 მილიონი და მეტი იგულისხმება.

და აი როგორც ჩანს პირველი მსურველიც გამოჩნდა, რომელიც მზადაა ამხელა თანხა გაიღოს ახალგაზრდა ქართველში. არაბული ფულით ჯიბეგასქელებული „ნიუკასლი“ უკვე წელს მშვენივრად თამაშობს, მაგრამ ამბიციები კიდევ უფრო დიდია და პრემიერლიგაში მოწივანეთა შორის ყოფნასა და ევროტურნირებზე წარმატებით გამოსვლას საუკეთესო ფეხბურთელები სჭირდება.

შეგახსენებთ, ხვიჩას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს. ახლახან კი მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ კვარაცხელიას შეძენა არა მარტო „რეალს“, არამედ არაერთ ცნობილ გუნდს სურს.

რეალის გარდა ბევრი სხვა გუნდიცაა: ხვიჩა ნაპოლის გარდა სხვაგან არ ითამაშებს

„ნიუკასლი“ საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის საკუთრებაა. სხვათა შორის, ამ გუნდის ინტერესზე კვარას მიმართ პირველად არ იწერება.

ხვიჩას ახალი მსურველი: ნიუკასლისთვის ქართველი მთავარი პრიორიტეტია

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: ბაიერნთან წაგების შემდეგ ნეიმარმა პოკერი ითამაშა და მაკდონალდსში წავიდა – არადა უნდა დაეძინა

მამუ 21 წუთი ათამაშეს, იანისი დაიმტვრა