in

ნიუკასლი კვარაცხელიაში 90 მილიონს იხდის, ნაპოლის ეცოტავა

ჩაფულიანებულმა „ნიუკასლმა“ ჯერ კიდევ წინა სეზონში მოახერხა სერიოზული მიზნების მიღწევა. გუნდი ოთხეულში მოხვდა და ჩემპიონთა ლიგაზე გამოვა. არც არის გასაკვირი, რომ „კაჭკაჭები“ შემადგენლობის გაძლიერებას ვარსკვლავებით ცდილობენ. წესით, „ნიუკასლმა“ კარგი გუნდის შეკრება (სახელებით მაინც) უნდა შეძლოს და ასეთში ერთი ადგილი ხვიჩა კვარაცხელიასთვისაც აქვს.
თუ გახსოვთ, წინა სეზონის მსვლელობისას, ხვიჩაზე არაერთი კლუბის ინტერესზე რომ იწერებოდა, „ნიუკასლი“ მაშინაც ფიგურირებდა და საკმაოდ აქტიურადაც.

ახლა კი არაბულფულიანი ინგლისური გუნდი საქმეზე გადასულა და ქართველში „ნაპოლის“ 90 მილიონი ევრო შესთავაზა. იტალიელთა პრეზიდენტმა აურელიო დი ლაურენტისმა კი ცოტააო. მოკლედ, ეს კაცი ოსიმენსა და კვარაცხელიაში ან სარეკორდო ფულს აიღებს ან არცერთს არ გაუშვებს. ნიგერიელში საერთოდ 200 მლნ მოსთხოვა პსჟ-ს.

„ნიუკასლი“ არაბეთის საინვესტიციო ფონდმა PIF-მა შეიძინა. ფონდის მფლობელი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, საუდის არაბეთის მეფის ვაჟი, პრინცი, პრემიერ-მინისტრი მუჰამედ იბნ სალმანია.

კლუბის ბოლო წონადი შენაძენი „მილანელი“ სანდრო ტონალია.
შეგახსენებთ, ამ გუნდში ქართველს უკვე უთამაშია – „ნიუკასლის“ ღირსებას წლებში თემურ ქეცბაია იცავდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდო ფულის გამო გინესის რეკორდებში შეიყვანეს

მესიმ სახელობითი ბურგერი გამოუშვა: ოცნება ამიხდა, არ გამოტოვოთ!