ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიკტორ ოსიმენს არ სურთ „ნაპოლიდან“ წასვლა.
ნიგერიელმა ფორვარდმა 17 მატჩში 16 გოლი გაიტანა და სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირია. ჩვენიანი კი 8 გოლითა და 9 საგოლე პასით იწონებს თავს. ის ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტია, ხოლო გოლი + პასის სისტემით მხოლოდ ოსიმენს ჩამორჩება.
ოსიმენის კონტრაქტი 2025 წლამდეა, კვარასი – 2027-მდე. ორივე ფეხბურთელი ინგლისურ კლუბებს აინტერესებთ, თუმცა ისინი კმაყოფილი არიან ნეაპოლში თავიანთი მდგომარეობით და მზადყოფნას გამოთქვამენ მომდევნო სეზონშიც დარჩნენ.
ოსიმენთან მიმართებაში „ნაპოლის“ მინიმუმ ერთი წლით კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. მისი ხელფასი შესაძლოა 4.5 მლნ ევრომდე გაიზარდოს (წელიწადში) მსუყე ბონუსების გამო.
რაც შეეხება ხვიჩას, არაერთხელ დაიწერა, რომ „ნაპოლი“ მზადაა ქართველს ჯამაგირი გაუორმაგოს – 1.2 მლნ ევროდან 2.5 მლნ-მდე – კონტრაქტის 2028 წლამდე გაგრძელებით.
GIPHY App Key not set. Please check settings