in

რაც კვარამ გააკეთა… სპალეტიმ გუნდის მთავარ თვისებაზე ისაუბრა

იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლიმ“ მორიგი მატჩი მოიგო, სტუმრად „სპეცია“ 3:0 დაამარცხა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ლუჩანო სპალეტიმ სხვადასხვა თემებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

“კვარას” და ოსიმენის ასეთი თამაში ყველა მატჩში გვესაჭიროება, მოედნის საფარი საუკეთესო მდგომარეობაში არ იყო, ამიტომ ჩვენი ტემპის პოვნა გაგვიჭირდა. ჩვენ ვერ ვიპოვეთ იგივე ტემპი, რომელსაც მიჩვეული ვართ. მაგრამ გუნდმა მოახერხა მომენტების ინდივიდუალურად შექმნა.

ასეთ თამაშებში ფეხბურთელების მენტალიტეტი ვლინდება. „სპეცია“ ნახევარდაცვაში ძლიერად გვებრძოდა და სივრცე მინიმუმამდე შეგვიმცირა.

ყველაზე მეტად პირველ ტაიმში ოსიმენსა და კვარაცხელიას ვკარნახობდი. რატომ? ჩვენ გვჭირდება მათი ხარისხი, მათი კრეატიულობა, მათი ფანტაზია, რადგან მათ შეუძლიათ ცვლილებების შეტანა და გზების გახსნა ისეთ მომენტებში, როდესაც ეს გზა არ ჩანს.

ორივე მათგანი ძალიან გუნდური ფეხბურთელია, რაც მათ მაღალ დონეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. გუნდური თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ადასტურებს ის, რაც კვარამ ოსიმენის გოლის დროს გააკეთა. ესაა ჩვენი გუნდის მთავარი თვისება, რომელიც ბიჭებმა გაითავისეს. ეს მეგობრობა და გუნდურობა ინდივიდუალურობაზე წინ დგას.

მართალია, დღეს ოსიმენს კვარამ გაატანინა, მაგრამ შემდეგში იგივეს ოსიმენი გააკეთებს და ხვიჩას გაატანინებს. დიახ, პენალტისტი კვარაცხელიაა, თუმცა გვყავს სხვა
ფეხბურთელებიც, რომლებსაც თერთმეტმეტრიანების შესრულება კარგად შეუძლიათ” – განაცხადა სპალეტიმ.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელია ისევ საუკეთესოა: MVP-ის ტიტული და მოგება ბრეშაში

ჰარი კეინის ისტორია: ყველაზე სწრაფად 200 გოლი და ტოტენჰემის ბომბარდირი