in

ვიდეო: შერმადინის MVP-ის ტიტული და ლეგენდების გადასწრების მორიგი შანსი

ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში მადრიდულმა „ფუენლაბრადამ“ გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ფუენლაბრადას“ მადრიდში ესტუმრა და 95:67 დაამარცხა. შერმადინი მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა: 25 წუთი, 20 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი. სარგებლიანობის კოეფიციენტით ის მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო – 30. ტანმაღალმა ქართველმა ცენტრმა სროლის თითქმის უბადლო სიზუსტე გამოავლინა: 9-დან 8 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო. 15 ქულა და 6 პასი მოუგროვდა გიორგის თანაგუნდელ ფიტიპალდოს.

18 ტურის შემდეგ 4 მოგებით „ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე თურქეთში „დარუშაფაკას“ წინააღმდეგ გამართავს.

აღსანიშნავია, რომ შერმადინს შანსი აქვს, მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდეს, თუკი ტურის დარჩენილ მატჩებში მასზე უკეთეს შედეგს (301 სარგებლიანობის კოეფიციენტი) არავინ დააფიქსირებს. თუ ასე მოხდა, შერმადინი ისტორიაში მე-18-ედ გახდება ტურის საუკეთესო, რითაც ფლიპე რეიეს და ბერნარდ ჰოპკინსს გადაასწრებს და 1-ით მიუახლოვდება ამ საპატიო კატეგორიის ისტორიულ ლიდერებს – ლეგენდარულ არვიდას საბონისს და ლუ როუს. თითოეულს ესპანეთის უმაღლესი ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზი 19-ჯერ აქვს მოგებული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პირველად ათეულში და ორი წყვილით მომდევნო წელს: რევია-კაზაკოვა მერვეზე გავიდნენ

ვიდეო: დავითაშვილის ბორდო მეორეა, მიქაუტაძე ძირითადს დაუბრუნდა – როგორ აღნიშნეს გამარჯვება გასახდელში