in

ვიდეო: დავითაშვილის ბორდო მეორეა, მიქაუტაძე ძირითადს დაუბრუნდა – როგორ აღნიშნეს გამარჯვება გასახდელში

საფრანგეთში, ლიგა 2-ში ტურის მორიგი მატჩები ჰქონდათ ქართველ ფეხბურთელებს.

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო გასვლაზე „დიჟონთან“ 3:0 და 36 ქულით ცხრილში მე-2 ადგილზეა.

დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ის 72-ე წუთზე შეცვალეს.

„ბორდო“ მომდევნო ტურში ლიდერ „ლე ავრს“ უმასპინძლებს 31 იანვარს.

„მეცის“ ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც სრულად ითამაშა სტუმრად „ვალენსიენთან“. „მეცი“ აგებდა, მაგრამ 90+2-ე წუთზე თამაში გადაარჩინა – 1:1.

„მეცს“ 31 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინის MVP-ის ტიტული და ლეგენდების გადასწრების მორიგი შანსი

სამხრეთ ამერიკა მარტო სამხრეთ ამერიკა აღარ არის: კოპა ამერიკა აშშ-ში ჩატარდება