ცნობილმა გამოცემა The Guardian-მა გასული წლის 100 საუკეთესო მოთამაშის ჩამოწერა დაიწყო. ჯერ მეორე, ბოლო 50-ეული გაამჟღავნა, ახლა კი წინაც წაიწია და ჩამონათვალში ხვიჩა კვარაცხელიაც აღმოვაჩინეთ. ქართველი ფეხბურთელი მე-40 ადგილზეა.
შესაბამისად, ჩვენიანი ძალიან ბევრ კარგ ფეხბურთელს უსწრებს, მათ შორის კრიშტიანო რონალდოსაც.
რონალდო 50 ფეხბურთელშიც ვეღარ ხვდება
გამოცემა გამოყოფს კვარას შორეულ დარტყმებს, გოლებსა და საგოლე პასებს და აღნიშნავს, რომ „ნაპოლიში“ სულ რაღაც 10 მილიონად გადასული ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერად შეიძლება მივიჩნიოთ.
„მეტსახელი „კვარადონა“ თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს – ფეხბურთელს განსაკუთრებული თვისებები უნდა ჰქონდეს, დიეგო მარადონასთან შედარება რომ დაიმსახუროს“, – უწერია გამოცემას დახასიათებაში.
GIPHY App Key not set. Please check settings