in

ოლ სტარის ხუთეულები დაკომპლექტდა: ლებრონი რეკორდს იმეორებს

NBA ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის ემზადება. უკვე ცნობილია „ოლ სტარის“ სასტარტო შემადგენლობები.

აღმოსავლეთი: კაირი ირვინგი (ბრუკლინი), დონოვან მიჩელი (კლივლენდი), ჯეისონ ტატუმი (ბოსტონი), იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი), კევინ დურანტი (ბრუკლინი).

დასავლეთი: ლუკა დონჩიჩი (დალასი), სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი), ზაიონ უილიამსონი (ნიუ ორლეანსი), ნიკოლა იოკიჩი (დენვერი).

დასავლეთის გუნდის კაპიტანი ლებრონ ჯეიმსი იქნება, აღმოსავლეთის – იანის ანტეტოკუნმპო.

„ოლ სტარში“ თამაშის რაოდენობით რეკორდსმენი ქარიმ აბდულჯაბარი გახლავთ, რომელსაც 19-ჯერ აქვს ნათამაშები. ამ რეკორდს ახლა ლებრონ ჯერისი გაიმეორებს.

წლევანდელ „ოლ სტარს“ 19 თებერვალს სოლტ ლეიკ სიტი უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარა 2022 წელს მე-40 ფეხბურთელია: მარადონასთან შედარება უკვე ბევრზე მეტყველებს

ვიდეო: კვარა ძაფით დახატეს