in

ბებერი ქალბატონი ისევ შარშია: იუვენტუსს 15 ქულა ჩამოაკლეს – უფროსობა ფინანსურ მაქინაციებს არ ეშვება

იტალიაში ისევ სკანდალია და ისევ „იუვენტუსია“ გარეული. საქმე კვლავ ფინანსურ აბდა-უბდაშია.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალურმა სასამართლომ ფინანსური თაღლითობის გამო ტურინის „იუვენტუსისთვის“ იტალიის ჩემპიონატში 15 ქულის ჩამოკლების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად ტურინული კლუბი სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილამდე დაქვეითდა.

სასამართლომ აწ უკვე კლუბის ყოფილი ხელმძღვანელებიც დასაჯა. ექსპრეზიდენტი ანდრეა ანიელი და სპორტული დირექტორი მაურიციო არივაბენე – 2-2 წლით, ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი – 8 თვით, დირექტორი ფაბიო პარატიჩი (ამჟამად „ტოტენჰემის“ დირექტორი) – 2,5 წლით, ხოლო ფედერიკო კერუბინი 1 წლით ჩამოაშორეს საფეხბურთო საქმიანობას.

რადგან საქმე სამოქალაქო სასამართლოში განიხილება, გუნდს სერია B-ში დაქვეითება არ ემუქრება.

„იუვენტუსმა“ ფინანსურ მაქინაციებს მიმართა, რათა კრიშტიანო რონალდოს შესანახი ფული ეშოვა.

შეგახსენებთ, ნოემბრის ბოლოს „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით გადადგა. თანამდებობები დატოვეს: პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ, ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა, გენერალური დირექტორმა მაურიციო არივაბენემ და დირექტორთა საბჭოს კიდევ შვიდმა წევრმა.

გამოძიება კლუბის მიმართ კი ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მაშინ „იუვენტუსის“ 23-მა ფეხბურთელმა ხელი მოაწერა ოთხი თვით ხელფასის შემცირების შეთანხმებას, რათა კლუბს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დახმარებოდა. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთი თვით შეიმცირეს ხელფასები, დანარჩენ სამ თვეში კი ნაღდი ფული მიიღეს.

იწერება, რომ კრიშტიანო რონალდომ, რომელიც „იუვენტუსში“ 2018-2021 წლებში თამაშობდა, კლუბთან საიდუმლო კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით დამატებით ხელფასსა და ბონუსებს იღებდა. ანუ რონალდოსთან ნაღდი ფული მიჰქონდათ, რაც კლუბს საშუალებას აძლევდა თავი აერიდენია გადასახადებისთვის.

რონალდოსა და „იუვენტუსს“ შორის საიდუმლო გარიგების ფაქტი დამტკიცებულია. არსებობს კლუბის დირექტორის, ფედერიკო კერუბინის სატელეფონო საუბარი ამასთან დაკავშირებით.

საერთო ჯამში, „იუვენტუსის“ საქმე ოთხ მუხლს მოიცავს.

„იუვენტუსმა“ ოფიციალურად გამოაქვეყნა განცხადება, რომ დაწესებული სანქციების გასაჩივრებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს „იუვენტუსი“ სერია B-ში დააქვეითეს: მაშინ ტურინული კლუბი მსაჯების მოსყიდვაზე ჩავარდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს ხვიჩა არ იქნება

გაშიფრულია: რა წაიჩურჩულა მესიმ მუნდიალის ფინალში გადამწყვეტი პენალტის წინ