in

დინამომ პლოვდივს მოუგო და ცრვენა ზვეზდას ელოდება: თეთრაძემ საბურთალო დაიწყო

თბილისის “დინამომ” თურქულ შეკრებაზე მეორე მატჩი გამართა და პლოვდივის “ლოკომოტივს” 2:0 მოუგო.

„ლოკომოტივი“ თავის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა.
ეს გუნდები ერთმანეთს ასევე თურქულ შეკრებაზე 2019 წელსაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ის მატჩი 2:2 დასრულდა.

ეს მატჩი კი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა. გოლები ჩვენებმა მეორე ტაიმში გაიტანეს.

75-ე წუთზე „დინამო“ ულად-ომარ იმრანის შორეული დარტყმის შემდეგ დაწინაურდა. ბულგარელთა მეკარე შეცდა და თითქმის დაჭერილი ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა.

89-ე წუთზე თავი საბა ხვადაგიანმა გამოიჩინა. თბილისელებმა კუთხური ჩააწოდეს და შეტევაში ჩართულმა მცველმა თორნიკე კირკიტაძის პასით თავით გაიტანა.

შეგახსენებთ, პირველ საკონტროლო შეხვედრაში ჩვენი გუნდი უკრაინულ “დნიპრო 1”-ს დაუზავდა – 3:3.

“დინამო” მესამე მატჩს 22 იანვარს გამართავს სერბეთის მოქმედ ჩემპიონ “ცრვენა ზვეზდასთან”.

ომარ თეთრაძის ხელმძღვანელობით ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო „საბურთალომ” და ამხანაგურ შეხვედრაში “ვიტ ჯორჯიას” 3:2 აჯობა. ეს იყო თეთრაძის პირველი მატჩი საბურთალოელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
საბურთალოელთაგან დუბლი მიითვალა ირაკლი სიხარულიძემ, ერთი გოლიც გიორგი ჯგერენაიამ შეაგდო.

“საბურთალოს” შემადგენლობაში ითამაშა სინჯებზე მყოფმა ბელარუსმა მეკარე ალექსანდრ ნეჩაევმა. ის 29 წლისაა და ბელარუსის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ბოლოს კი აზერბაიჯანის “საბაჰში” თამაშობდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და მოგებული თამაში

ინტერი ასეთ საღამოებს ეჩვევა: ინძაგი სუპერთასებს უკვე დაეჩვია