საუდის არაბეთში დასრულდა ესპანეთის სუპერთასის ოთხთა ფინალი, რომელშიც გიორგი მამარდაშივლის „ვალენსიაც“ მონაწილეობდა (ნახევარფინალში დამარცხდა პენალტების სერიაში „რეალთან“). ფინალში ერთმანეთს გრანდები შეხვდნენ – გამარჯვება კი „ბარსელონას“ დარჩა – 3:1.
ანგარიში 33-ე წუთზე გავიმ გახსნა რობერტ ლევანდოვსკის პასით. 45-ე წუთზე პოლონელმა თავად გაიტანა გავის გადაცემით. გავიმ 69-ე წუთზე პედრისაც გაატანინა. „რეალმა“ პრესტიჟის გოლი 93-ე წუთზე გაიტანა, ბენზემამ შეაგდო.
„ბარსელონამ“ ისტორიაში 66-ე ტიტული მოიგო.
„ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასი მე-14 მოიგო, ეს რეკორდია. „რეალს“ 12 მოგება აქვს.
კარლო ანჩელოტის გუნდმა პირველად წააგო ფინალი 2010 წლის შემდეგ. 13 წლის განმავლობაში იტალიელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილმა გუნდებმა ზედიზედ ყველა ფინალი.
ჩავიმ მეორედ მოიგო კლასიკო „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რანგში.
ჩავიმ პირველი ტიტული მოიგო „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რანგში. მოთამაშის სტატუსით მას 27 ტიტული აქვს კატალონურ გრანდში.
რობერტ ლევანდოვსკის „ბარსელონაში“ ჩატარებულ 22 ოფიციალურ მატჩში 25 ქულა (20 გოლი+5 პასი) აქვს.
ბენზემამ საკლუბო დონეზე მე-400 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings