გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება ბოლო 12 თვის განმავლობაში 22 მილიონი ევროთი გაიზარდა. იანვარში გიორგის ღირებულება 3 მილიონი იყო და წლის ბოლო მონაცემებით Transfermarket-ზე გიორგი 25 მილიონი ევრო ღირს.
2022 წელს არცერთ მეკარეს ფასის მხრივ ასეთი პროგრესი არ ჰქონია. მეორეზე ესპანელი რობერტო სანჩესია, რომლის ფასიც 2022 წელს 21 მილიონი ევროთი გაიზარდა, მესამეზე პორტუგალიელი დიოგო კოშტაა, რომელიც წელს 19 მილიონი ევროთი გაძვირდა.
გიორგი მამარდაშვილი ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეთა შორის მე-13 ადგილზეა. ყველაზე ძვირადღარებული მადრიდის “რეალის” და ბელგიის ნაკრების მეკარე ტიბო კურტუაა.
ლა ლიგის მიხედვით მამარდაშვილი მეოთხე ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. მამარდაშვილზე ძვირი ლა ლიგაში-ტიბო კურტუა, უნაი სიმონი, იან ობლაკი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი უსწრებენ.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილს “ვალენსიასთან” კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა.
GIPHY App Key not set. Please check settings