საქართველოს თასის ფინალში „ტორპედომ“ მეოთხე ლიგის „ლოკომოტივი 2“ 2:0 დაამარცხა და თასის მოპოვებასთან ერთად კონფერენს ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ქუთაისელები უპირატესობას ფლობდნენ, მომენტებს ქმნიდნენ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა დედაქალაქური გუნდის მეკარე კოპალიანი. თუმცა მეორე ტაიმში „ტორპედომ“ ორჯერ დალაშქრა „ლოკოს“ კარი, შემდეგ თამაში სასურველ ტემპში გადაიყვანა და მატჩი მშვიდად მიიყვანა ლოგიკურ დასასრულამდე.
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ფინალის მონაწილე გუნდებს და მსაჯებს კუთვნილი თასი და მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და აჭარის
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი თოთლაძემ გადასცეს.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
ტორპედო – ლოკომოტივი 2 2:0
გოლები: 1:0 კაბალიერო (56), 2:0 ქიმაძე (61)
GIPHY App Key not set. Please check settings