იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურმა ქართველების გარეშე ჩაიარა, თუმცა ორივე გუნდისთის წარმატებულად. „ნაპოლიმ“ კვლავ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ითამაშა და „ემპოლი“ 2:0 დაამარცხა.
მასპინძლებმა მეტოქის დაცვა ,ხოლოდ მეორე ტაიმში გატეხე. ოსიმენმა 69-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც ირვინგ ლოსანომ გაიტანა.
შეცვლაზე შესულ ლოსანოთან უხეშობისთვის, „ემპოლის“ ცენტრალური მცველი სებასტიანო ლუპერტო გააძევეს, 88-ე წუთზე კი მექსიკელმა საგოლე პასი გააკეთა. მარჯვენა ფლანგზე მცველი ეფექტურად მოიშორა და საჯარიმოში პიოტრ ზელინსკი მოძებნა, რომელმაც „ემპოლის“ კარი მეორედ აიღო.
14 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ კვლავ დაუმარცხებელია. გუნდმა 38 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერია.
რაც შეეხება ხვიჩას, ჩვენიანი მკურნალობას ასრულებს და წესით მომდევნო ტურში დაბრუნდება „უდინეზესთან“ შეხვედრაში.
„კრემონეზეს“ შემადგენლობაში არ უთამაშია ლუკა ლოჩოშვილს, რომელიც თადარიგში დარჩა. მისმა გუნდმა კი საკუთარ მოედანზე „მილანს“ ქულები დააკარგვინა – 0:0.
მეორე ტაიმში „მილანს“ VAR-მა გოლი გაუუქმა.
„კრემონეზეს“ მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ თამაში არ მოუგია, 7 ქულა 7 ფრით დააგროვა და მე-18 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings