in

ვიდეო: ჩავიდნენ – საქართველომ მომცრო დარბაზში ივარჯიშა

რეიკიავიკში ისლანდიასთან სათამაშოდ ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კლუბ “დრეიდაბლიკის” დარბაზში ივარჯიშა. ვარჯიშს უფრო მოთელვითი და აღდგენითი ერქვა, თუმცა ილიას ზუროსმა იგი საკმაოდ ყაირათიანად გამოიყენა და გუნდი ტაქტიკურ მონახაზზე, კომბინაციების დამუშავებაზე ავარჯიშა.

საქართველოს ნაკრები ისლანდიაში ჩვეულზე ადრე ჩავიდა, რის გამოც, სხვა დარბაზში მოუწია ვარჯიშმა. დებულების თანახმად, გუნდებს სათამაშო არენაზე ვარჯიში თამაშის წინა 2 დღეს ეკუთვნის და რაკი ქართველები 11 ნოემბერს დანიშნულ მატჩამდე 3 დღით ადრე ჩავიდნენ, კერძო კლუბის მომცრო დარბაზში მოუწიათ ვარჯიშმა.

ჩვენი ნაკრები დღეს, 9 ნოემბერს ორ ვარჯიშს გამართავს. პირველად ლაუგარდალსჰოლში ივარჯიშებს, ხოლო საღამოს ისევ “დრეიდაბლიკის” დარბაზს მიაკითხავს. რეიკიავიკში მყოფი 13-ივე კალათბურთელი მწყობრშია, ტრავმა და ტკივილები არც ერთ კალათბურთელს არ აწუხებს. ეროვნულ გუნდს თორნიკე შენგელია 10 ნოემბერს შემოუერთდება. 9-ში ნაკრების კაპიტანს ევროლიგაზე უწევს თამაში, რის შემდეგაც პირდაპირ ისლანდიისკენ დაიძრება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალია ქართველების გარეშე: ნაპოლიმ მოიგო, კრემონეზემ მილანი გააჩერა – ჩვენებს არ უთამაშიათ

მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა გახდება