in

მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა გახდება

FIFA 23-მა მსოფლიო ჩემპიონატის პროგნოზი გააკეთა.

მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა გახდება, რომელმაც ფინალში 1:0 დაამარცხა ბრაზილია.

EA, რომელიც FIFA 23-ის კომპიუტერული თამაშის შემქმნელია, აღნიშნა, რომ ბრაზილიამ, არგენტინამ,. საფრანგეთმა და გერმანიამ უპრობლემოდ მოიგეს ჯგუფური ეტაპი და პლეი-ოფში გავიდნენ.

სიმულაციის თანახმად აშშ-ს ნაკრებმა მოიგო B ჯგუფი, ინგლისი გავიდა მეორეზე. H ჯგუფიდან პორტუგალიამ და სახმრეთ კორეამ გააღწიეს.

სიმულაციამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ ჩემპიონატის „ოქროს ბურთს“ ლეო მესი მიიღებს, ხოლო „ოქროს ხელთათმანს“ ემილიანო მარტინესი.
რუი პატრისიომ (პორტუგალია), დომინიკ ლივაკოვიჩმა (ხორვატია) და ალისონმა (ბრაზილია) ამდენივე ქულები მოაგროვეს, მაგრამ მარტინესმა იმის გამო მიიღო ჯილდო, რომ მისი გუნდი უფრო შორს გავიდა ტურნირზე.

ტურნირის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

ემილიანო მარტინესი (არგენტინა), ჟოაო კანსელო (პორტუგალია), რაფაელ ვარანი (საფრანგეთი), მარკინიოსი (ბრაზილია), მარკოს აკუნია (არგენტინა), ლეანდრო პარედესი (არგენტინა), როდრიგო დე პაული (არგენტინა), ვინისიუსი (ბრაზილია), ლიონელ მესი (არგენტინა), კილიან მბაპე (საფრანგეთი), რიშარლისონი (ბრაზილია).

აღსანიშნავია, რომ FIFA-მა ზუსტად გამოიცნო ბოლო სამი მუნდიალის გამარჯვებულები – 2010, 2014 და 2018 წლებში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ჩავიდნენ – საქართველომ მომცრო დარბაზში ივარჯიშა

ვიდეო: ვალვერდეს დარტყმული ბურთი აივანზე შევარდა – მეპატრონე ბურთს ყიდის