in

მიქაუტაძე დაბრუნდა, საბამ საგოლე პასი გააკეთა, ბუდუს იპერაცია გასარკვევია

გიორგი მიქაუტაძე მოედანს დაუბრუნდა და „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „სენტ-ეტიენთან“ მატჩში, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გასულ სამშაბათს საფრანგეთის თასზე დაშავდა, მაგრამ სწრაფად მომჯობინდა.
მიქაუტაძე მე-80 წუთზე შეცვალეს.
„მეცმა“ 14 ტურის შემდეგ 18 ქულა დააგროვა და მე-11 პოზიციაზეა.

საბა ლობჟანიძემ საგოლე გადაცემა შეასრულა თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ „ბაშაქშეჰირთან“ შეხვედრაში, რომელიც 3:3 დასრულდა.
ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „ჰატაისპორის“ სათადარიგოებში იყო.
საბა ლობჟანიძე მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა – ამ დროისთვის ანგარიში 1:1 იყო. 81-ე წუთზე ლობჟანიძის გადაცემის შემდეგ, ზე ლუიშმა მესამე გოლი გაიტანა.
ლობჟანიძის გუნდი თურქეთის სუპერლიგაში 11 ქულით მე-16 ადგილზეა.

ბუდუ ზივზივაძე ტრავმირებულია და მალე გაირკვევა, ოპერაცია დასჭირდება თუ არა – ინფორმაციიას „ფეჰერვარის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„ფეჰერვარის“ მეორე გუნდში თამაშისას 23-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა მხრის ტრავმა მიიღო, მან თამაში ვეღარ გააგრძელა, რადგან სასწრაფოდ დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. გამოკვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გადაწყდება, იქნება თუ არა საჭირო ოპერაცია“, – იუწყება კლუბის პრესსამსახური.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კონფერენსლიგის მერვედფინალის წილისყრა: ჯერ პირველი ნაწილია

ვიდეო: დაგვიანებული საქართველო – ჩვენები ისლანდიაში ნაწილ-ნაწილ ჩადიან