in

ყოფილი იტალიელი მსაჯი: კვარაცხელიაზე პენალტი უნდა დანიშნულიყო

ყოფილმა იტალიელმა მსაჯმა გრაციანო ჩეზარიმ, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, Mediaset Infinity-ს ეთერში განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულთან” მატჩისას “ნაპოლის” ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს და გერმანელ არბიტრ ტობიას შტილერს პენალტი უნდა დაენიშნა.

“ეს არ იყო კონტაქტი მხრით მხარზე, კონატე მას ზურგზე შეეხო და თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მართებდა. “კვარა” სწრაფად მიიწევდა წინ და ასე მისი შეჩერება არ შეიძლებოდა. ეს ეპიზოდი მეტ ყურადღებას იმსახურებდა და VAR-ი უნდა ჩარეულიყო”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაშოუ ენფილდზეც ვნახეთ – ნაპოლი სეზონში პირველად დამარცხდა!

ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ – ლიგის ფაქტები