ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულთან” მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე “ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ მძიმე ბრძოლას ელის, მეტოქე კარგ ფორმაშია, მისი ბოლო შედეგებით თავი არ უნდა მოიტყუონ და გამარჯვების მოსაპოვებვლად გრანდიოზული ძალისხმევა დასჭირდებათ.
ნეაპოლური გუნდის თავკაცს მისი ყოფილი და ამჟამინდელი ფეხბურთელების – მოჰამედ სალაჰისა და ხვიჩა კვარაცხელიას შედარება სთხოვეს – გუნდთან დამოკიდებულებით და ტაქტიკურად.
“კვარა” და სალაჰი ტაქტიკურად ერთმანეთს ჰგვანან? დიახ, მათ სხვადასხვანაირად შეუძლიათ გენიალურად თამაში, ბურთის მიღების შემდეგ, გუნდის სახიფათო შეტევის წამოწყება, ვინაიდან საათში 2000 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობისას, მოწინააღმდეგის მარტივად
მოტყუების და ბურთის შენარჩუნების უნარი გააჩნიათ. ორივე საკუთარ პოტენციალში დარწმუნებულია, კარგი ბიჭები არიან, ხელმისაწვდომნი და ხვალ გადამწყვეტი სიტყვის თქმა ძალუძთ”.
GIPHY App Key not set. Please check settings