“power ranking” – არის სიტყვათა შეთანხმება, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში ყველაზე კარგ ფორმაში და ძალმოსილი გუნდის დასახელებას ემსახურება.
რეალურად, ძალთა რეიტინგის მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტის დასახელეება. ჰოდა, ორ პრესტიჟულ გამოცემას, “GOAL.COM”-ს და “ONEFOOTBALL”-ს განსხვავებული შეფასება აქვთ.
“GOAL”-მა ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი მე-6 საფეხურზე განამწესა, მათ წინ კი: “ლივერპული” ; “პსჟ” ; “რეალი” ; “ბაიერნი” და “სიტი” მოახვედრა.
“ნაპოლიმ უკვე გაინაღდა 1/8 ფინალის საგზური და ეს გუნდი, ახალ სეზონში ყველაზე მხიარული გუნდია. სპალეტის ფეხბურთელებმა სიტყვა დამარცხების მნიშვნელობა ჯერაც არ იციან და ისნი მუდამ გამარჯვებისთვის თამაშობენ”.
რაც შეეხება “ONEFOOTBALL”-ს. გამოცემამ პირველ ადგილზე, სწორედ “ნაპოლი” დაასახელა მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეთა უმეტესობა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩებს მართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings