ჩემპიონთა ლიგაზე “რეინჯერსთან” მატჩის წინ “ნაპოლიმ” “აიბროქსზე” ივარჯიშა, მისმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კი Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
“უკანასკნელ ხანს ჩატარებული მეტოქის მატჩები ვნახეთ, მაგრამ ყველა სტუმრად იყო გამართული და აქ სულ სხვა ატმოსფერო იქნება. ჩვენს 1 000 გულშემატკივარს გლაზგოში ჩამოსვლა აუკრძალეს და მხარს ვერ დაგვიჭერენ. ბურთის კარგად დაჭერა გვჭირდება, ასეთ შემთხვევაში ნაკლები დატვირთვა გაქვს და ნაკლებ ენერგიას ხარჯავ. ფეხბურთელებს შესაბამისი განწყობა აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, “ლივერპულთან” ასე ვერ ითამაშებდნენ”.
“კვარა” პუბლიკას ახალისებს, რადგან სწრაფია და აქვს კიდევ
რაღაც სხვა…
“ლობოტკას მჭიდრო სიტუაციებიდან გამოსვლა და შეტევის წამოწყება ეხერხება. “კვარა” შესანიშნავი ტექნიკის მფლობელია, ხარისხიანია, ძალიან კარგია დამაგვირგვინებელ სტადიაში; ერთ-ერთი იმათგანია, რომლის დარტყმული ბურთი მუდამ კუთხეში მიდის. ამას გარდა, აუცილებელია დაცვას დაეხმაროს, რათა მოწინააღმდეგეს უპირატესობა, ჩვენ კი სირთულე არ შეგვექმნას. როდესაც ფეხბურთელს ძალიან ბევრ კომპლიმენტს უძღვნით, მას ავიწყდება, იყოს გუნდისთვის სასარგებლო თავის ყველა მოქმედებაში. ამიტომ დაცვითი ფაზის გამო თავგანწირვა მართებს, რომ ჩვენი მცველი ორ სწრაფ მეტოქესთან მარტო არ დატოვოს”.
GIPHY App Key not set. Please check settings