in

ლივერპულმა უმძიმესი გამარჯვება, ბაიერნმა ბარსა 4 წუთში გატეხა, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის პირველი დღე

ჩემპიონთა ლიგის პირველი სესია დასრულა და არაერთი მაგიური პერფორმანსი ვიხილეთ! მივყვეთ მნიშვნელოვან მატჩებს.

ნაადრევ მატჩში, ლისაბონის “სპორტინგმა” ანტონიო კონტეს “ტოტენჰემს” უმასპინძლა და ძალიან მაგარ სტილში, 2:0 დაამარცხა. გასაოცარი პერფორმანსი გამოაცხო მარკუს ედვარდსმა. არც გოლი და არც საგოლე პასი მის ანგარიშზე არ ყოფილა, მაგრამ სისხლი გაუშრო მცველებსო მასზეა ნათქვამი. 90-ე წუთზე პაულინიომ და 2 წუთში არტურ გომეშმა ლისაბონელებს პირველი ქულები მოუპოვეს.

“ბაიერნი” რომ თამაშობს ყოველთვის განსაკუთრებული აფიშაა. თან “ალიანც არენაზე” და თან “ბარსელონა” რომ სტუმრობს და თან ამ ბლაუგრანაში რობერტ ლევანდოვსკი რომ ირიცხება. ტაქტიკური ფეხბურთის მოყვარულთათვის პირველი ტაიმი იდეალური თავშესაქცევი იყო, მაგრამ ნულოვანი პარიტეტი არ შეცვლილა.

მეორე ტაიმში კი ძალმოსილმა რეკოდმაისტერმა ლუკა ერნანდესისა და ლეროი ზანეს გოლებით გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვა. “ბაიერნს” 6 ქულა აქვს და პრაქტიკულად გაინაღდა 1/8 ფინალის საგზური.

“ენფილდის” სურნელზე რას იტყვით? გაბრაზებულ “ლივერპულს” ტოტალური ფეხბურთის გამომგონებელი, ამსტერდამელები ესტუმრნენ. რინუს მიხელსისა და იოჰან კრუიფის დროშის გატანა დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც “აიაქსმა” ღირსეულად იტვირთა.

სალაჰმა მალევე დააწინაურა წითლები, მაგრამ 10 წუთის შემდეგ მოჰამედ კუდუსმა ბურთი საჯარიმოში მიიღო, ვან დაიკი არ შეიმჩნია და ისეთი გაისროლა, ხარიხა შეზანზარდა და ბურთი კარში ჩაეშვა. 89-ე წუთზე ჟოელ მატიპმა კუთხურიდან გაიტანა და “ლივერპულმა” უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა.

“პლზენი” 0:2 “ინტერი”

“პორტო” 0:4 “ბრიუგე”

“ლევერკუზენი” 2:0 “ატლეტიკო”

“მარსელი” 0:1 “აინტრახტი”

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სპალეტი: კვარაცხელიას დაცვითი სამუშაოც მოუწევს

ტოდ ბოელი: ოლ სტარს რატომ არ ვთამაშობთ?