ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სერია A-ს მე-11 ტურის მატჩში, შინ „სამპდორიასთან“ დამარცხდა – 0:1. ეს გახლდათ აუტსაიდერების შეხვედრა და შესაბამისად განსაკუთრებული მნიშვნელობაც ჰქონდა. სამწუხაროდ, ქართველის გუნდს ჯერ მოგება არ აქვს და ამ მარცხის შემდეგ ბოლო ადგილზე დაქვეითდა.
ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ის 82-ე წუთზე შეცვალეს.
„კრემონეზეს“ ანგარიშის გახსნის შანსი მალევე მიეცა, VAR-მა პენალტი მისცა, თუმცა სტუმართა მეკარემ მოიგერია.
24-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილი კუთხურისას შეტევაში ჩაერთო, მცველს ბურთი ეფექტურად გადაუტარა, მაგრამ მეკარე ფეხებში ჩაუხტა, არბიტრმა კი თამაშგარე დააფიქსირა. 30-ე წუთზე მის წინააღმდეგ სამიდმა იუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
39-ე წუთზე ლუკამ საკუთარ საჯარიმოში გარისკა. მეტოქის ფეხბურთელის მოტყუება სცადა და ბურთი ფეხებში კი გაუძვრინა, მაგრამ ბურთი მაინც აართვეს, საბოლოოდ „კრემონეზეს“ მეკარემ მოიგერია და ჩვენიანის შეცდომა გამოასწორა.
მეორე ტაიმშიც, 63-ე წუთზე ლოჩოშვილმა შეტევა მოიგერია და ვერ მოასწრო პოზიციაზე დაბრუნება, მაგრამ ისევ „კრემონეზეს“ მეკარე მარკო იყოჩაღა. აი 78-ე წუთზე კი მასპინძლებს უკვე მეკარემაც ვეღარ უშველა.
„კრემონეზეს“ მწვრთნელმა შეტევების გასაძლიერებლად 82-ე წუთზე 4 მოთამაშე შეცვალა, მათ შორის, ლუკა ლოჩოშვილიც.
11 ტურის შემდეგ „კრემონეზეს“ 5 ქულა აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings