in

სპორტის ისტორიაში უმსხვილესი კონტრაქტი: მბაპეს შეუძლია 636 მილიონი აიღოს

პსჟ-ს ფორვარდის კილიან მბაპეს კონტრაქტი – უმსხვილესია სპორტის ისტორიაში.

ამაზე მეტყველებს Le Parisien-ის მონაცემები. 3 წლის განმავლობაში ფეხბურთელმა შესაძლოა 636 მლნ ევრო იშოვოს (გადასახადების გამოკლებამდე).

ხელფასი შეადგენს 72 მლნ ევროს წელიწადში, ხელშეკრულების გაფორმების ბონუსი – 180 მლნ-ია, რომელსაც სამ ეტაპად გადაუხდიან.

ასევე მბაპეს შეუძლია ლოიალობის ბონუსის იმედი ჰქონდეს. 2023 წლის ზაფხულში ის 70 მლნ-ს მიიღებს, 2024-ში – 80 მლნ-ს, ხოლო 2025-ში – 90 მლნ-ს.

ადრე დაიწერა, რომ ფორვარდი აპირებდა კლუბის გამოცვლას მიუხედავად საჯაროდ საპირისიპირო განცხადებებისა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა საფრანგეთის ჩემპიონატის 11 მატჩში 10 გოლი გიტანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდოს მესის ჩემპიონობა არ უნდა: აუტანელია არგენტინის ჩემპიონობაზე ფიქრი

ლოჩოშვილის კრემონეზემ კონკურენტთან წააგო და ბოლოზეა: როგორ ითამაშა ლუკამ