მოახლოვებული მეოთხედფინალური მატჩის წინ პრობლემებია სლოვენიელთა ბანაკში – ზორან დრაგიჩმა 1/8 ფინალური მატჩის მიმდინარეობისას (ბელგიასთან) ოთხთავა კუნთი გაიწყვიტა და მისთვის ევრობასკეტი ნაადრევად დასრულდა.
33 წლის გამთამაშებელი 6-8 კვირას გამოტოვებს და ამის შემდეგ დაუბრუნდება სავარჯიშო პროცესს.
გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა ლუკა დონჩიჩმა. სლოვენიის ნაკრების ლიდერს კოჭის ტრავმა აქვს და მისი ასპარეზობაც საეჭვოა პოლონელთა წინააღმდეგ. დონჩიჩი ნაკრების ვარჯიშს ესწრებოდა, თუმცა ფეხზე ყინულის კომპრესი ედო.
GIPHY App Key not set. Please check settings