in

თასის ნახევარფინალი: დინამო ტორპედოს წინააღმდეგ

20 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2022 წლის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სამი და ლიგა 4-ის ერთი წარმომადგენელი იღებდა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ტორპედო – დინამო თბილისი
ლოკომოტივი 2 – საბურთალო

ცნობილია 2022 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩის მასპინძელი ქალაქი. ფინალური შეხვედრა ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გაიმართება და მასპინძლის სტატუსით ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის წყვილში გამარჯვებული გუნდი ითამაშებს.

დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 2ნოემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

ინფორმაციის წყარო: Gff.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი გოჩოლეიშვილი: ინტერესი არის

საქართველოს შოტლანდიის გადატანა უნდოდა: ითამაშებენ თუ არა ნაკრების ფეხბურთელები ახალგაზრდულში