in

ვიდეო: რონალდუ გასახდელში წავიდა, ტენ ჰაგს ჯერ ამისთვის არ სცალია

გუშინ, პრემიერ ლიგის მორიგი ტურის ცენტრალური მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ტოტენჰემი” დაუპირისპირდნენ და შეხვედრა მანკუნიელთა სასარგებლოდ, 2:0 დასრულდა.

შეხვედრის მთავარი გმირი კი ბრაზილიელი ფრედი იყო, რომელშიც მაკელელე, პატრიკ ვიეირა და კევინ დე ბრუინი ერთდროულად ჩასახლდნენ. გოლიც გაიტანა და არაერთი შესანშნავი ვარდნითაც გამოირჩა.

ყველაზე საინტერესო კი მაინც ბოლო წუთებზე მოხდა, როდესაც თადარიგში მყოფი რონალდუ ნაადრევად ემშვიდობება მატჩს და მიდის გასახდელში. ეს ამბაცი კი ობიექტივალესილ რეჟისორებს არ გამოჰპარვიათ და მშვენიერი ვიდეოც ამოიჭრა.

ნამატჩევს კი ერიკ ტენ ჰაგს, ცხადია, ამ საკითხე ჰკითხეს, რადგან მოთამაშე თვითნებურად ასეთ გადაწყვეტილებას ვერ უნდა ღებულობდეს.

“ახლა რონალდუსთვის არ მცალია. ამ საკითხს ხვალ მივხედავ, იქამდე კი გამარჯვება უნდა აღვნიშნოთ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დაიწყო: ხვიჩას სიტი და ლივერპული აკვირდება

ბითაძის 10 წუთი ვაშინგტონთან