ლუკა ლოჩოშვილმა იტალიის სერია ა-ში პირველი შედეგიანი მოქმედება ჩაიწერა: ქართველი მცველის ანგარიშზე საგოლე პასია.
მე-10 ტურის შეხვედრაში ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სტუმრად „სპეციას“ ესტუმრა და ქულა აიღო – 2:2.
ლუკა ძირითადში იყო და უკვე მე-2 წუთზე თავის გუნდს გაატანინა. მეკარის საჯარიმოში შესულმა ლოჩოშვილმა ბურთი ორ მცველს და მეკარეს შორის გააძვრინა, გოლი კი კარის ხაზთან მარტოდ მყოფმა კესერმა შეაგდო.
„სპეცია“ მალევე დაწინაურდა, მასპინძლებმა გოლები მე-19 და 22-ე წუთებზე გაიტანეს.
43-ე წუთზე ლოჩოშვილმა შორიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ კარს ოდნავ ააცილა. სტუმრებმა გათანაბრება 52-ე წუთზე მოახერხეს.
ლუკა ლოჩოშვილი 78-ე წუთზე შეცვალეს, მან ორთაბრძოლისას თავი დაიზიანა.
„კრემონეზეს“ 10 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს (ყველა ფრე) და გასავარდნ ზონაშია, მე-19 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings