საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კვაჭმა ვანო კარკაძემ ფრანგულ “ბრივთან” კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.
კლუბის ვებგვერდი წერს, რომ ქართველი მორაგბე ქართული რაგბის ამომავალი ვარსკვლავია და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო.
“ვანო კარკაძე ქართული რაგბის ამომავალი ვარსკვლავია. ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, 21 წლის მორაგბე მუდმივად უმატებს და მას ძალიან დიდი მომავალი აქვს.ვანო “ბრივში” 2025 წლამდე დარჩება”, – წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
კარკაძე საფრანგეთში 2018 წელს “ორიაკში” გადავიდა, რომლის შემდეგაც იგი “ბრივის” შემადგენლობაში აღმოჩნდა.
GIPHY App Key not set. Please check settings