ყაზანის “რუბინის” გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიასა და ლეონიდ სლუცკის გუნდიდან წასვლაზე კომენტარი გააკეთა.
საიმანოვმა აღნიშნა, რომ სლუცკიც და კვარაცხელიაც გუნდში რჩებიან და ამ ეტაპზე “რუბინი” არც მთავარი მწვრთნელის გაშვებას გეგმავს და არც ქართველი ნახევარმცველის გაყიდვას.
საიმანოვი კომენტარში ადასტურებს იმასაც, რომ ხვიჩას სანაცვლოდ თუ რომელიმე კლუბი 20 მილიონ ევროს გადაიხდის, ყაზანელები ამ შემთხვევაში ხვიჩას შეელევიან.
შეგახსენებთ, ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას შეძენით ‘”ვესტ ჰემი”, “ევერტონი” და “საუთჰემპტონი” არიან დაინტერესებული.
GIPHY App Key not set. Please check settings