in

ზაზა ფაჩულია: როდესაც NBA პირველად მოვიგე, ბევრისგან შური ვიგრძენი

ლეგენდარულმა ქართველმა კალათბურთელმა,საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ “იმედის” გადაცემაში “ნოესთან” სტუმრობისას ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ზაზამ ის პერიოდი გაიხსენა, როცა “გოლდენ სტეიტის” შემადგენლობაში პირველად გახდა ჩემპიონი. მისი თქმით, ამ დროს ბევრი ადამიანისგან შური იგრძნო, რაც მისთვის მტკივნეულად გადასატანი აღმოჩნდა.

“როცა NBA პირველად მოვიგე, მეგობრებისგან შური ვიგრძენი”.

ადამიანს, რომელსაც მეგობრად მიიჩნევ, მასთან გარკვეული ურთიერთობა გაკავშირებს და ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ხდება – NBA-ს ჩემპიონი ვხდები, თუმცა მისგან შურს ვგრძნობ. იყო მომენტი არ მომილოცეს. ადამიანი ნიღაბს რომ მოიხსნის, ეგ მომენტი იყო. როცა იცი, ვინ ვინ არის”, – თქვა ზაზამ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტატო გრიგალაშვილი წელს რეიტინგის ლიდერად ასრულებს

თოკოს 4 ქულა და ცსკა-ს იოლი გამარჯვება პოლონეთში