გამორჩეული ქართველი ტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ საუბრები არ წყდება.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხმები, რომ ქართველის შეძენით პრემიერლიგის რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. ახლა კი, football insider-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვესტ ჰემმა” კვარაცხელიას შესაძენად პირველი ნაბიჯი გადადგა და ყაზანის “რუბინს” ქართველ შემტევზე ინფორმაციის გამოსათხოვად დაუკავშირდა. როგორც football insider-ის სტატიაში წერია, “ჩაქუჩები” კვარაცხელიას გადაბირებას იანვარში შეეცდებიან და “რუბინი” მის სანაცვლოდ 13 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ამავე გამოცემის ინფორმაციით, კვარაცხელიას შეძენით” “ევერტონი” და “საუთჰემპტონიც” არიან დაინტერესებული.
ხვიჩას ინგლისი ისევ გააქტიურდა: კვარაცხელია პრემიერლიგის გუნდებს სურთ
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “რუბინის” მაისურით 17 შეხვედრაში 1 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.
GIPHY App Key not set. Please check settings