in

ბრიტანული გამოცემა: საქართველოს 6 ერში არავინ მიიღებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2021 წელი დაასრულა. წელს, ჩვენმა გუნდმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი დიდი სლემით (სძლია ყველა მეტოქეს) მოიგო. ზაფხულში სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა. ნოემბრის ტეს-სერიის ფარგლებში კი “ბორჯღალოსნები” საფრანგეთს დაუპირისპირდნენ და 15:41 დამარცხდნენ. მიუხედავად მარცხისა, “ლე ბლესთან” მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგი პრესა ჰქონდა. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ორი ეფექტური ლელო ვასილ ლობჟანიძის და აკაკი ტაბუცაძის ანგარიშზეა, მეორე მატჩში კი, არანხუეში ფიჯისთან 15:15 ვითამაშეთ. ამ მატცების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში 0.3 კოეფიციენტი მოემატა და კვლავ მე-12 ადგილზეა. ლევან მაისაშვილის გუნდი 6 ერის წევრ იტალიას ორი პიზიციით უსწრებს.

ნოემბრის ტესტ-სერიის მატჩების შემდეგ, ბრიტანულმა გამოცემამ საქართველოსა და 6 წერის პერსპექტივებზე წერს, რომ “ბორჯღალოსნებს” 6 ერში არავინ მიიღებს და ამის მიზეზი ფინანსებია.

“ერთის მხრივ აშშ-ის ლიგის გაფართოება და პოპულარიზაცია ამ ქვეყანაში რაგბის განვითარების საწინდარია, მათგან რაგბის კონსერვატიულ მმართველებს დიდი ფინანსური სარგებლის მიღებაც შეუძლიათ, მაგრამ მეორე მხირვ არის, ის რომ, ზელანდიამ ასშ-ს სარაგბო ნაკრებს 104:14 მოუგო და ეს ნაკრები სპორტული თვალსაზრსით ჯერ კიდევ არაა მზად ასეთ ეტაპზე სათამაშოდ. მეორე მხრივ, არის საქართველოს ნაკრები, რომელიც ტალახიან ორმოშია ჩავარდნილი. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო 10 გათამაშებიდან კავკასიელებმა 9 მოიგეს და კონტინენტზე 6 ერის მიღმა მყოფ ნაკრებებზე მათი დომინაცია შესამჩნევზე დიდია. 6 ერიდან მოწვევა ისევ არ მიუღიათ, არც მეშვიდედ გუნდად უპირებენ მიღებას, არც იტალიასთან ათამაშებენ პლეი-ოფის მატჩებს, არა და აპენინელები მსოფლიო რეიტინგში საქართველოს 2 ადგილით ჩამორჩებიან.

პანდემიის გამო, რაგბის კავშირებს უდიდესი ფინანსური პრობლემები აქვთ, ამიტომ გამოჩნდა ლოგიკური აზრი, რომ ახალი აუდიტორია უნდა მოიძებნოს და რაც მთავარია, შემოსავლის ახალი წყაროები უნდა იპოვონ. ამიტომაც, საქართველოს არ აქვს ისეთი დიდი ფინანსური რესურსი, რომ ბილეთების და ტრანსლაციის უფლებების გაყიდვით 6 ერს დიდი სარგებელი მოუტანოს. ამიტომაც, მათ 6 ერში არავინ მიიღებს”, – წერს ბრიტანული გამოცემა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლაშა დვალი: ნაკრები პროგრესირებს და თუ ჭკვიანურად ვითამაშებთ, ნებისმიერთან შეგვიძლია წარმატებაზე ფიქრი – ზამთარში შესაძლოა კლუბი შევიცვალო

მიშა ბერიშვილი: გულშემატკივრებისგან დიდ ენერგიას ვიღებთ – ყველა მატჩში მოსაგებად ვიბრძოლებთ