in

ტოჩინოშინის მარცხი: ქართველის მდგომარეობა მძიმდება

“ფუკუოკა კოკუსაი ცენტრში” გრძელდება გრძელდება სუმოს წლის დასკვნითი სუპერტურნირი კიუშუ ბაშო, რომელზეც ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინიც ასპარეზობს.

ტოჩინოშინმა ბაშოს პირველი ოთხი დღე წელის ტრავმის გამო გამოტოვა და ასპარეზობში გუშინ ჩაერთო. შესაბამისად, ქართველმა მებრძოლმა ბაშოზე გამოსვლა 0:4 ბალანსით დაიწყო. კაგაიაკის დამარცხების შემდეგ, ტოჩინოშინი დღეს მე-14 მაეგაშირა ჩიონოკუნის დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

შესაბამისად, 6 დღის შემდეგ ტოჩინოშინ ბალანსი 1:5-ზე გაუხდა. ქართველ სპორტმენს მიმდინარე ბაშოზე, მინიმუმ 5 ბრძოლის მოგება მართებს, რომ მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს.

ხვალ, ჩვენებურის მეტოქე მე-12 მაეგაშირა იშიურა იქნება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენი ექსკლუზივი დადასტურდა: ცეცაძე ოფიციალურად ტორპედოს მწვრთნელია

ვოლკოვის აგენტი: არასდროს მინახავს 26 წლის ფეხბურთელი ნაკრებში ასე კარგად ჩაწერილიყოს – არის დაინტერესება სხვადასხვა ქვეყნებიდან