ყაზანის „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას „მილანში“ გადასვლის ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.
„თქვენ იცით, რომ ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებთ. სანამ რაიმე არ მოხდება.
თქვენ ყველა, ჟურნალისტები, ურეკავთ და თავი ახადეთ, ტვინი აურიეთ – ამის გამო კაცს ორი თვეა ფეხბურთი არ უთამაშია“, – თქვა იაროვინსკიმ.
ამ სეზონში ჩვენიანი მართლაც ვერ გამოიყურება კლუბში სათანადოდ. „რუბინის“ 14 მატჩში ხვიჩამ 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მისცა.
სამაგიეროდ მშვენივრად ითამაშა ნაკრების ბოლო შეხვედრაში, როდესაც საქართველომ მისი 2 გოლით შვედეთი 2:0 დაამარცხა.
GIPHY App Key not set. Please check settings