2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა ბოლო მატჩი ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი ქართველი ტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა.
1993 წლიდან მოყოლებული ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელია, რომელმაც შვედეთს ერთ მატჩში ორი გოლი გაუტანა.
20 წლის ქართველი ფეხბურთელი ისეთი ლეგენდების გვერდითაა, როგორებიც შემდეგი მოთამაშეები არიან:
1993 – ერიკ კანტონა (საფრანგეთი)
2012- მიროსლავ კლოზე (გერმანია)
2013 – ანდრე შურლე (გერმანია)
2013 – კრიშტიანუ რონალდო (პორტუგალია)
2017 – არიენ რობენი (ნიდერლანდები)
შემდეგ შეხვედრას კვარაცხელია და საქართველოს ეროვნული ნაკრები 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings