in ,

ხვიჩა კვარაცხელია: კარიერის საუკეთესო თამაში ჩავატარე, თუმცა მთავარი გუნდის გამარჯვებაა

ესეც ჩვენი ქვეყნის სიამაყის. ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედის და ქართული ფეხბურთის ტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას მატჩისშემდგომი კომენტარი.

“დიდი მადლობა ყველს გულშემეტკივრობისთვის. კარიერაში პირველად შევასრულე დუბლი, თუმცა ეს მეორეხარისხოვანია. მთავარი ნაკრების წარმატებაა. ძალიან ძლიერი გუნდის დამარცხება შევძელით და ეს მაბედნიერებს. სატრანსფერო ჭორებს ჩემზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ფეხბურთელი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ.”-თქვა ქართველმა ტალანტმა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრებმა თავგანწირული თამაშით და ხვიჩა კვარაცხელიას ბენეფისით ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა და შვედების მუნდიალზე გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

საქართველოს ნაკრებმა ამ ციკლში ჯამში 6 გოლი გაიტანა და მათგან 4 სწორედ კვარაცხელიას ანგარიშზეა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზლატანი:ჩვენი მხრიდან მეტოქის დაუფასებლობას ადგილი არ ჰქონია

კანტონა, რონალდო, რობენი: კვარაცხელია ლეგენდების გვერდით