in ,

კანტონა, რონალდო, რობენი: კვარაცხელია ლეგენდების გვერდით

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა ბოლო მატჩი ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი ქართველი ტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა.

1993 წლიდან მოყოლებული ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელია, რომელმაც შვედეთს ერთ მატჩში ორი გოლი გაუტანა.

20 წლის ქართველი ფეხბურთელი ისეთი ლეგენდების გვერდითაა, როგორებიც შემდეგი მოთამაშეები არიან:

1993 – ერიკ კანტონა (საფრანგეთი)

2012- მიროსლავ კლოზე (გერმანია)

2013 – ანდრე შურლე (გერმანია)

2013 – კრიშტიანუ რონალდო (პორტუგალია)

2017 – არიენ რობენი (ნიდერლანდები)

შემდეგ შეხვედრას კვარაცხელია და საქართველოს ეროვნული ნაკრები 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა კვარაცხელია: კარიერის საუკეთესო თამაში ჩავატარე, თუმცა მთავარი გუნდის გამარჯვებაა

რა თქმა უნდა კვარა საუკეთესოა:ქართველი ფეხბურთელების შეფასებები შვედეთთან მატჩში