მოსკოვის ცსკა საშინელ ფორმაშია. რუსული კალათბურთის გრანდმა ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო. “ვთბ ლიგის” მატჩში მოსკოვის ცსკა ყაზანის “უნიქსს” დაუპირისპირდა და 64:69 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოველთა სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 28:15 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში თოკომ 11 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
“ვთბ ლიგაში” მოსკოვის ცსკას 4 მოგება და ორი მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს.
მოსკოველებს “ვთბ ლიგაში” მომდევნო მატჩი მხოლოდ 5 დეკემბერს ელით, როდესაც ყუბანის “ლოკომოტივს “ესტუმრებიან. მანამდე, რუსული კლუბი ევროლიგის თამაშებზე იქნება გადართული, სადაც სამმატჩიანი წარუმატებელი სერია აქვს. 11 ნოემბერს ცსკა შინ თელ ავივის “მაკაბის” დაუპირისპირდება