in

მიქაუტაძით ბაზელი ინტერესდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ბელგიური “სერენის” ქართველი თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის შეძენით შვეიცარული ფეხბურთის გრანდი “ბაზელი” ინტერესდება. ინფორმაციას Footballytics ავრცელებს. წყაროს ცნობით, მიქაუტაძით არაერთი სახელოვანი კლუბია დაინტერესებული და მათ შორის ერთ-ერთი მათგანი “ბაზელია”.

“გიორგი მიქაუტაძე გამორჩეული დრიბლიორია, კარგი პოზიციური თამაში ეხერხება და საგოლე ალღოც აქვს. ბოლო სეზონებია მას შთამბეჭდავი პროგრესი აქვს და დიდი კლუბების ინტერესიც მიიქცია. მათ შორის შვეიცარიული ბაზელიცაა, რომელიც კაბრალის შემცვლელზე ფიქრობს.”-წერს ვებგვერდი

შვეიცარიის 20-გზის ჩემპიონ “ბაზელში” გადასვლა უდიდესი კარიერული წინსვლა იქნება მიქაუტაძისთვის, რომელიც ფრანგული ლიგა 1-ის “მეცის” ფეხბურთელია, “სერენში” კი იჯარით თამაშობს. ამ სეზონში მან ბელგიურ კლუბში 9 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც შეასრულა. ‘სერენის’ მაისურით მიქაუტაძეს სულ 33 მატჩში 30 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Netflix: ნონა გაფრინდაშვილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს

რევოლუციური ცვლილებები ქართულ ფეხბურთში? ეროვნულ ლიგაში შესაძლოა გუნდების რაოდენობა გაიზარდოს