in

ბასილაშვილი 4 საფეხურით დაწინაურდა-ნიკა Top 20-ს უახლოვდება

ATP-მ გასული კვირა შეაჯამა და ორშაბათს, მამაკაცების ერთეულთა თანრიგის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

გასული კვირის განმავლობაში, მამაკაცებს შორის, ATP Tour-ის ეგიდით ორი ტურნირი გაიმართა, რომელსაც ავსტრიამ და რუსეთმა უმასპინძლეს. სანქტ-პეტერბურგში გამართული 250-ქულიანი გათამაშება მარინ ჩილიჩის ტრიუმფით დასრულდა. ხოლო, ვენაში 500-იანთა კატეგორიის ტურნირი ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ზვერევმა მოიგო.

ავსტრიის დედაქალაქში გამართულ გათამაშებაში მონაწილეობას იღებდა ნიკოლოზ ბასილაშვილიც. საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი ეტაპი წარმატებით დაძლია. 1/16-ფინალში ნიკამ ეპანელი პაბლო კარენო-ბუსტა დაამარცხა და მომდევნო რაუნდში გავიდა, სადაც ის მესამე განთესვის ჩოგბურთელს და მსოფლიო რეიტინგის მე-7 ჩოგანს, მატეო ბერეტინის დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი მოიგო, იტალიელის ბარიერი ვერ გადალახა და ტურნირს გამოეთიშა.

ამგვარად, გასული კვირის შედეგების მიხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 35 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და ATP-ის რეიტინგში ოთხი საფეხურით დაწინაურდა. 11 ნოემბრის მდგომარეობით, ნიკას აქტივში 2 101 ქულა აქვს და 21-ე ადგილზე იმყოფება.

უნდა აღინიშნოს, რომ დებიუტანტი ჰყავს ტოპ 10-ს. კარიერაში პირველად, საუკეთესო ათეულში შევიდა იანიკ სინერი. იტალიელმა ჩოგბურთელმა ვენის ტურნირის ნახევარფინალში ასპარეზობის ხარჯზე რეიტინგში ორი საფეხურით დაწინაურდა და მეცხრე პოზიციაზე გადაინაცვლა. შედეგად, ათეულიდან დომინიკ ტიმი გავარდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს, 1 ნოემბერს სტარტს პარიზის მასტერსი აიღებს. პრესტიჟულ გათამაშებაში მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს და მისი პირველი მეტოქე ადრიან მანარინო იქნება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინდიანამ ბითაძესთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა

კიუშუ ბაშო იწყება:ტოჩინოშინი რეიტინგში დაქვეითდა