in

რონალდომ მესის აჯობა: კრიშტიანოს პოსტმა ტყუპებზე რეკორდი მოხსნა

28 ოქტომბერს “მანჩესტერის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ინსტაგრამზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. პორტუგალიელმა აცნობა, რომ ის და მისი ცოლი ჯორჯინა როდრიგესი ტყუპებს ელოდებიან და ექოსკოპიის ფოტოც თან დაურთო.

რონალდოს ამ ამბავმა უკვე 28 მილიონამდე მოწონება დაიმსახურა და ამით ყველაზე დალაიქებული სპორტსმენი გახდა ინსტაგრამის ისტორიაში. აქამდე რეკორდი ლეო მესის ეკუთვნოდა, რომლის აგვისტოს პუბლიკაციამ პარიზში გადაბარგებაზე 22 მილიონი მოწონება დააგროვა.

ამასთან, რონალდოს ფოტო საჯარო პირებს შორის ყველაზე წარმატებული გახდა. მან მომღერალ არიანა გრანდეს კადრების კრებულს (26 მილიონზე მეტი მოწონება) და რეპერ XXXTentacion-ის სიცოცხლის ბოლო პოსტს (ასევე 26 მილიონზე მეტი) გადაასწრო.

ამ მომენტისთვის კრიშტიანო საერთო ლაიქებით მეორე ადგილზეა. ლიდერია – კვერცხის გამოსახულება ერთ-ერთ თემატურ ექაუნთზე (55 მილიონზე მეტი), აქამდე კი სუპერფეხბურთელს ჯერ ბევრი უკლია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესიმ ანტირეკორდი დაამყარა: ვერც ურტყამს, ვერც იტანს, პასსაც ვერ აკეთებს

კარგად არის მომზადებული, ერთ კვირაში კი უნარებში გამოცდა აქვს – X ტური