23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ მეოთხედფინალური მატჩი წააგო საფრანგეთის ქალაქ პუატიეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 80 ათასი დოლარია.
ბოლქვაძე დღეს INTERNATIONAUX FÉMININS DE LA VIENNE-ზე მე-4 ნომრად განთესილ ხლოე პაკეს გაეჯიბრა (საფრანგეთი) და მართალია, დიდი ბრძოლა გაუმართა, საბოლოოდ, 3:6, 6:3, 3:6 დამარცხდა.
სამაგიეროდ, მარიამი ბრძოლას აგრძელებს წყვილთა ტურნირში, სადაც სამანტა მარი შარანთან ერთად ასპარეზობს. ქართველმა და ბრიტანელმა ჩოგბურთელებმა მე-2 ნომრად განთესილი ფრანგულ-იტალიური დუეტი (ესტელ კასკინო-კამილა როსატელო) 6:4, 7:5 დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings