in ,

თასზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ-ფინალი ქუთაისში იქნება

29 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2021 წლის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოთხი გუნდი იღებდა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

შუქურა – სამგურალი
საბურთალო – დინამო ბათუმი

დღევანდელ წილისყრაზე ასევე გაირკვა 2021 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მასპინძელი ქალაქი და ნომინალური მასპინძელი გუნდი. ფინალური მატჩი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. მასპინძლის სტატუსით კი, ქობულეთის “შუქურასა” და წყალტუბოს “სამგურალის” წყვილში გამარჯვებული გუნდი ითამაშებს.

დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 24 ნოემბერს გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სოჭში ორი დებიუტანტით:შავი ლომი ენისეის ეთამაშება

ბოლქვაძემ ერთეულებში წააგო, მაგრამ წყვილებში ბრძოლას აგრძელებს