in

შანსი ბორჯღალოსნებს? ერთა ლიგა კვლავ აქტუალურია

ბრიტანული The Mirror წერს, რომ მსოფლიო რაგბის იდეა ახალ ტურნირზე, კვლავ ცოცხალია და ის, შესაძლოა, 2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ გაიმართოს.

საქმე ეხება ტურნირს, რომელსაც მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ პირობითად ერების ჩემპიონატი, Nations Championship (ან რაგბის ერთა ლიგა) უწოდა. 2019 წლის მარტში მსოფლიო რაგბიმ რევოლუციური სიახლე შემოგვთავაზა – 2020 წლიდან უნდა დაწყებულიყო ტურნირი, რომელშიც ევროპისა და მსოფლიოს კონფერენციებში 12-12 ნაკრები იასპარეზებდა ორ დივიზიონად. ევროპის TOP 6, ბუნებრივია, თავიდან 6 ერის ქვეყნები მოხვდებოდნენ, მაგრამ ტურნირი ითვალისწინებდა დივიზიონებს შორის მიმოსლვლას.

ამ პროექტს ტრადიციულ სარაგბო სამყაროში იმხელა წინააღმდეგობა შეხვდა, რომ 2019 წლის ივნისში მსოფლიო რაგბის შეფი ბილ ბომონტი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ტურნირს თავი ვერ მოაბეს და 6-მილიარდდოლარიანი ინვესტიცია არ განხორციელდებოდა. ტურნირის იდეას 2020-ში მიუბრუნდნენ, მაგრამ, ამჯერად, კორონავირისუსის პანდემიამ ჩაშალა ყველანაირი აქტიურობა. “ჩვენ განვაგრძობთ ალტერნატიული გზების ძიებას, რათა ხელი შევუწყოთ რაგბის განვითარებას მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვალდებულნი ვართ გაჩნდეს ბევრად მეტი კონკურენტუნარიანი გუნდი, რათა 2027 წლის მსოფლიოს თასზე მონაწილე გუნდების რიცხვის გაზრდა მოვახერხოთ”, – განაცხადა მაშინ ბომონტმა.

“მირორი” წერს, რომ იდეა სულაც არ არის მკვდარი და მოლაპარაკებები უკვე განახლებულია. მსოფლიო რაგბი მიიჩნევს, რომ ახალი ტურნირის ჩატარება უკვე მსოფლიოს თასის შემდეგ გახდება შესაძლებელი – ანუ 2024 წლიდან. ეს ტურნირი დაეხმარება მე-2 დონის ქვეყნებს განვითარებაში, რომლებიც ვერც 6 ერში მონაწილეობენ (როგორც საქართველო და რუმინეთი) და ვერც რაგბის ჩემპიონშიპში (როგორც ოკეანეთის ქვეყნები). ტურნირი უნდა იყოს გლობალური, ყოველწლიური.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გაგდებული მწვრთნელები, ორივე ფრე და ზლატან აქეთ, ზლატან იქით – IX ტური

ტარიელ შავაძე მსოფლიო ჩემპიონია